Страницы

воскресенье, 18 апреля 2010 г.

პროექტი:ტყე სიცოცხლის წყაროა

1.პროექტის მოკლე აღწერა :
თემაზე საუბარსვიწყებ იმით, რომადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე აუცილებელი და სასარგებლო ბუნებაში ყოფნაა.ბუნების განუყოფელი ნაწილი კი არის ტყე.შემდეგ ხდება ტყის მნიშვნელობაზე და მის დაცვაზე საუბარი.

2.პროექტის სრული აღწერა :
მოსწავლეებს ვესაუბრები ტყის მნიშვნელობაზე.ტყე სიცოცხლის წყაროა–ამბობენ ხშირად და თუ დაუკვირდებით,დავინახავთ რომ ტყის გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს. მოსწავლეებს ვაჩვენებ მომზადებულ პრეზენტაციას:ცნების რუკის საშუალებით ხდეებატყის მნიშვნელობაზე და სარგებლობაზე საუბარი.მოსწავლეებს ვუხსნო, რომ საქართველოს ტერიტორიის 40% ტყეს უჭირავს,ის ჩვენი ქვეყნის ეროვნული საგანძურია.ჩვენთან გავრცელებულია ტყის სზვადასხვა ტიპები:ფოთლოვანი,წიწვოვანი,შერეული;ტყეებში მოიპოვება და მნახველს გააოცებს უნიკალური ჯიშის გოლიათი 30–40 მეტრი სიმაღლის ხეები;ტყეებში ბინადრობენ სხვადასხვა სახეობის ცხოველები და ფრინველები.ვახდენ პრეზენტაციის წარდგენას (ტყის სურათები).
პროექტის ფარგლებში ბავშვები გამყავს უახლოეს ტყე–პარკში(დიღმის ტყე–პარკში).ხდება გაკვეთილის ჩატარება ბუნებაში.
ასევე პროგრამის ფარგლებში ხდება ბავშვებისთვის დავალების მიცემა: დახატონ შერეული.წიწვოვანი ,ფოთლოვანი ტყეები და შემდეგ მოეწყობა მათი გამოფენა.
ასევე კლასში გავაკეთებთ სტენდს:წიგნში დართული დანართების საშუალებით,სადაც ხეების,ცხოველების,ფრინველების სურათებია–მათი გამოყენებით შევქმნით ტყის სამყაროს.
ერთ–ერთ გაკვეთილზე ხდება ჯგუფური მუშაობა:ჯგუფებს ევალებათ დაწერონ რაც შეიძლება მეტი საგანი,რასაც ხედავენ საკლასო ოთახში,რომლებიც დამზადებულია ტყის ნობათის გამოყენებით.
პროექტის ერთ–ერთი ძირითადი საკითხია–ბუნების დაცვა,მოვლა და პატრონობა .აქვე ვანახებ პრზენტაციას:ილია ჭავჭავაძის სიტყვას ბუნების დაცვაზე.ვახსენბ მათ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევას ,სადაც პატრიარქი მოუწოდებს ყველა ქართველს წელიწადში 12 ხე დარგონ.
სკოლის ეზოში მოსწავლეები მშობლებთან ერთად რგავენ ყვავილებისა და ხეების ნერგებს.

3.მონაწილეთა ასაკი :
7–8 წელი

4.ვადები/ხანგრძლივეობა:
ერთი თვე (აპრილი)

5.პროექტის შესაძლო აქტივობები:
ხდება ნუშაობა სახელმძღვანელოში;ტარდება ჯგუფური მუშაობა;კლასში ხდება სტენდის "ჩვენი ტყე"ს შექმნა;ეწყობა ნახატების გამოფენა;ხდება იმ მოთხრობებისა და ლექსების წაკითხვა რომლებიც ტყეს ეხება.

6.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რა შეიძლება შეიქმნას:
ბუნების მშვენიერების,ადამიანისთვის მისი მნიშვნელობის და დაცვის გაცნობიერება;ბუნების,კერძოდ ტყის მიმარტ მზრუნველობის გამომუშავება;მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ტყის სახეობების გარჩევა;შეეძლოტ გააცნობიერონ რა სიმდიდრეს გვაძლევს ტყე და რისთვის არის საჭირო მისი დაცვა და მოვლა.

7.სამუშაო ენა:
ქართული ენა

8.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნების,კერძოდ ტყისადმი მზრუნველობის უნარჩვევების გამომუშავება;საკლასო ოთახში განლაგებული მცენარეების და სკოლის ეზოში დარგული ხეების მოვლის უნარჩვევების გამომუშავება;მოსწავლე ანსხვავებს ტყეთა სახეობებს და შეუძლია მატი ნახატით გადმოცემა;განასხვავებს ბუნებისადმი ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;თანაკლასელებთან ერტად მონაწილეობს ბუნებაში ქცევის წესების შემუშავებაში.

9,პროექტის ავტორი :
მარინე კვაჭაძე

10.ავტორის E-mail
marinekvachadze@gmail.com